ტელ: (+995 32) 2 905-105
მიწოდება და გადახდა

საკურიერო მომსახურება

უფასო მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით!!!

კურიერი მოგაწვდით საქონელს უმოკლეს ვადაში, თქვენთან შეთანხმებულ დროსა და მისამართზე.

მიწოდების ვადა:

-  თბილისის მასშტაბით 1-3 სამუშაო დღე

-  საქართველოს რეგიონებში 2-5 სამუშაო დღე


მაღაზიიდან გატანა


თქვენ შეგიძლიათ გაიტანოთ საქონელი პირდაპირ ჩვენი მაღაზიიდან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.

მაღაზიის მისამართია: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. 2


გადახდა

შეკვეთის გაფორმების დროს თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი გადახდის ფორმა:

-  ნაღდი ანგარიშსწორება

-  უნაღდო ანგარიშსწორება

-  ბარათით გადახდა ონლაინ

-  განვადება სს „ლიბერთი ბანკი"

-  განვადება სს „თიბისი ბანკი"

-  POS ტერმინალით ანგარიშსწორება


ნაღდი ანგარიშსწორება

  • თქვენ იხდით საქონლის მიღების მომენტში

უნაღდო ანგარიშსწორება

  • შეკვეთის გაფორმების დროს, თქვენ გადახდის მეთოდში უნდა აირჩიოთ „უნაღდო ანგარიშსწორებადა მონიშნოთ ღილაკი შეკვეთის გაფორმება". შემდეგ გვერდზე გამოჩნდება შეტყობინება თქვენი შეკვეთა მიღებულია".
  • შეკვეთის წარმატებულად განთავსების შემდეგ თქვენ მიიღებთ ინვოისს თქვენს მიერ დარეგისტრირებულ ელ. ფოსტაზე. ინვოისში მოცემულ საბანკო რეკვიზიტებზე თქვენს მიერ თანხის ჩარიცხვის შემდეგ კურიერი მოახდენს შეკვეთის მოწოდებას უმოკლეს ვადაში, თქვენთან შეთანხმებულ დროსა და მისამართზე.
ბარათით გადახდა ონლაინ


  • შეკეთის გაფორმების დროს თუ თქვენ გადახდის მეთოდში ირჩევთ "ბარათით გადახდა ონლაინ", თქვენ ბარათით გადახდის დაცულ გვერდზე ავსებთ გადახდისთვის საჭირო შემდეგ ინფორმაციას: ბარათის მფლობელის სახელსა და გვარს, იმავე ფორმატში, როგორც ბარათზეა მოცემული. ბარათის ნომერს, ბარათის მოქმედების ვადას და CVV2 კოდს.
  • გადახდის წარმატებით დასრულების შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ უმოკლეს ვადაში და შეათანხმებს თქვენთან შეკვეთის მოწოდებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს.
განვადება სს "თიბისი ბანკი"

  • ჩვენ გთავაზობთ 6 და 12 თვიან უპროცენტო განვადებას.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 24 თვიანი განვადებით, ამ შემთხვევაში თქვენ გადაიხდით დამატებით პროცენტს ბანკის სასარგებლოდ. უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვეთავში "გაყიდვის წესები".

განვადება სს "ლიბერთი ბანკი"

  • ჩვენ გთავაზობთ 6 და 12 თვიან უპროცენტო განვადებას.
  • თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ 24 თვიანი განვადებით, ამ შემთხვევაში თქვენ გადაიხდით დამატებით პროცენტს ბანკის სასარგებლოდ. უფრო დეტალური ინფორმაცია იხილეთ ქვეთავში "გაყიდვის წესები".

POS ტერმინალით ანგარიშსწორება

  • შეკვეთის გაფორმების დროს, თქვენ გადახდის მეთოდში უნდა აირჩიოთ ანგარიშსწორება „POS ტერმინალით", ხოლო დამატებითი ინფორმაციის ველში მიუთითეთ თუ როგორ გსურთ POS ტერმინალით ანგარიშსწორება, მოწოდების ადგილზე თუ პირდაპირ მაღაზიაში. შემდეგ მონიშნეთ ღილაკი „შეკვეთის გაფორმება".
  • შეკვეთის წარმატებულად განთავსების შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ უმოკლეს ვადაში და შეათანხმებს თქვენთან შეკვეთის მოწოდებასთან დაკავშირებულ ყველა დეტალს.

შენიშვნა: POS ტერმინალით ანგარიშსწორება დროებით არ არის ხელმისაწვდომი.