ტელ: (+995 32) 2 905-105
პროფესიონალური ხაზი

შვეიცარიული კომპანია Ligo Electric SA აწარმოებს თმის მოვლის მოწყობილობებს 1955 წლიდან. პროფესიონალური თმის საშრობი Valera აკმაყოფილებს ხარისხიანი პროდუქტის ყველა ნორმასა და მახასიათებელს. მთავარი ღერძი, რომლის გარშემოც ტრიალებს თმის საშრობების წარმოება და განვითარება, გახლავთ ჯანსაღი და მიმზიდველი თმა. თმის შესახებ ღრმა ცოდნას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თმის პროფესიონალური მოწყობილობების, კერძოდ კი თმის საშრობების  შექმნაში, რაც გვეხმარება თმისადმი მზრუნველი დამოკიდებულების გაუმჯობესებაში. Valera მუშაობს საუნივერსიტეტო კლინიკის სპეციალისტებთან, პროფესიონალ-სტილისტებთან, სტილისტების ასოციაციებთან, შამპუნებისა და კოსმეტიკის მწარმოებლებთან. ამ ბრენდის ყველა საშრობი არის ძალიან კომფორტული, მაღალი  ხარისხის მასალისაგან დამზადებული, განკუთვნილია, როგორც სახლის პირობებში, ასევე პროფესიონალური გამოყენებისთვის.


პროფესიონალური თმის საშრობები:

შვეიცარული ბრენდი - Valera გთავაზობთ იმას, რაც გჭირდებათ. Valera თმის საშრობის შეძენით, თქვენ იძენთ მოწყობილობას, რომელიც გემსახურებათ დიდხანს, მძლავრი და გამძლე ელექტოძრავის ხარჯზე. Valera უკვე დიდი ხანია მოღვაწეობს სილამაზის სალონის მოწყობილობების ბაზარზე და ამიტომ კარგად იცის, თუ როგორ შექმნას ისეთი თმის საშრობი, რომელიც შეიძლება გახდეს სტილისტი-პროფესიონალის ერთგული თანამგზავრი. შვეიცარული ხარისხი უზრუნველყოფს საიმედოობასა და გამძლეობას.


Valera თმის საშრობის უპირატესობები:

Valera თმის საშრობის ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ სამჯერ უფრო სწრაფად აშრობს, გარდა ამისა, თმის საშრობი ძალიან კომფორტულად თავსდება ხელში და  მოსახერხებელია მუშაობის პროცესში. საკმარისი სიმძლავრის ხარჯზე, ბევრად კომფორტულია ასევე დავარცხნის პროცესი, საყოფაცხოვრებო საშრობებთან შედარებით.

Valera-ს სასურველი თმის საშრობის შეძენა, მოწოდების სერვისით შეგიძლიათ ჩვენს მაღაზიაში. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ თმის საშრობი, არა მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის, არამედ თუ თქვენ თავად იკეთებთ ვარცხნილობას და ზრუნავთ საკუთარი თმის სილამაზეზე, ნებისმიერი Valera-ს თმის საშრობი გახდება თქვენთვის შეუცვლელი ხელსაწყო ყოველდღიურ ცხოვრებაში.


გამოხმაურებები:

ეკატერინა ტატიშვილი: „წელიწად ნახევრის წინ შევიძინე თმის საშრობი SWISS NANO 9200 IONIC სახლის პირობებში თმის დავარცხნისთვის. უნდა ითქვას, რომ თმის საშრობმა ძალიან მასიამოვნა. დიდი დრო გავიდა, მე კი დღემდე ვიყენებ მას და ის განაგრძობს მუშაობას ისე, როგორც ახალი. ძალიან მომწონს, რომ საშრობი ზოგავს თმას. როდესაც წინა თმის საშრობს ვიყენებდი, შედეგი გაცილებით უარესი იყო, ვიდრე ახლა. ახალი თმის საშრობით თმის ღერი არ იყოფა და აღარც ცვივა. ურჩი თმის დავარცხნა უკვე აღარ არის ჩემთვის პრობლემა."


ირინა მესხი: „შვიდი წელიწადია ვმუშაობ სტილისტად, ძალიან დიდი ხანი ვეძებდი მუშაობისთვის შესაფერის თმის საშრობს. სხვადასხვანაირი საშრობები მხვდებოდა, მაგრამ პრობლემები ყოველ ჯერზე იყო ერთნაირი: ან თმის საშრობი იყო არაკომფორტული, ცუდად თავსდებოდა ხელში, ან ძალიან მალე ფუჭდებოდა ძრავა, ვინაიდან ვერ უძლებდა ყოველდღიური მუშაობის ტემპს. ორი წლის წინ ვიყიდე თმის საშრობი SWISS NANO 9400 IONICდღემდე მუშაობს ხარვეზების გარეშე და ეს ძალიან მახარებს.“