ტელ: (+995 32) 2 905-105
Valera-ს შესახებ
კომპანია Ligo Electric SA 1955 წლიდან Valera ბრენდის ქვეშ თმის მოვლის მოწყობილობებს აწარმოებს.

ყოველწლიურად ქარხანა (ქ. ლიგორნეტო, შვეიცარია) 1.5 მილიონზე მეტ თმის საშრობ მოწყობილობას აწარმოებს!!!

Valera - ს პროფესიონალი დერმატოლოგები და ტრიქოლოგები მუდმივად ატარებენ კვლევებს, რათა თმის მოწყობილობების გამოყენების დროს მაქსიმალურად შეაფერხონ თმის დაზიანების რისკი. 

Valera მჭიდროდ თანამშრომლობს ცნობილ პროფესიონალ სტილისტებთან და მონაწილეობას იღებს თმის პროფესიონალური ინდუსტრიის ძირითად ჩვენებებში, სადაც აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული ბრენდი.


Valera - შვეიცარული ბრენდი. საერთაშორისოდ აღიარებული ლოგო შვეიცარიული ჯვარი "SWISS CROSS" არის VALERA ბრენდის მაღალი ხარისხის, შვეიცარიული სიზუსტის და საიმედოობის გარანტი. თმის საშრობის, თმის უთოს, ასევე, მანიკიურისა და პედიკიურის მოწყობილობების წარმოება ხდება მხოლოდ შვეიცარიის ქარხანაში.


ინოვაციები და პროდუქციის ტექნიკური უპირატესობები:


სუპერ გრძელვადიანი ელექტრომოტორი ENDURO BLDC

ახალი თაობის თმის საშრობის ელექტრომოტორი, რომლის მეშვეობითაც თმის გაშრობის პროცესი ორჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. აქვს ნაკლები წონა და არ იწვევს გარემოს დაბინძურებას ნახშირის მტვრის გამოყოფით. გარანტია 10,000 საათი.


Smart Airflow ტექნოლოგია

VALERA გამოგონება პროფესიონალური თმის საშრობებისთვის, რომელიც ოპტიმიზირებს ჰაერის შიდა ნაკადის გავლადობას, ამცირებს ხმაურის დონეს და აუმჯობესებს წარმადობას.


მავთულის ტალღოვანი გამათბობელი ელემენტი   

Valera იყენებს გამათბობელი ელემენტის მხოლოდ ამ მაღალ ხარისხოვან ტიპს, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის თანაბარ განაწილებას.


ვენტილატორი FLON

მთელ მსოფლიოში დაპატენტებული ვენტილატორი FLON აწარმოებს ჰაერის უფრო მძლავრ ნაკადს და ამასთან ერთად ამცირებს თმის საშრობის აკუსტიკურ ხმას.


ცვლადი დენის გამძლე ელექტროძრავი

ცვლადი დენის ელექტროძრავით აღჭურვილი VALERA პროფესიონალური თმის საშრობები ქმნიან მძლავრი ჰაერისწნევას (72 მ3/სთ), აქვთ მოხმარების ხანგრძლივი ვადა (1,000 სთ–ზე მეტი) და ამასთან არიან ყველაზე მსუბუქი პროფესიონალური თმის საშრობები. 


გამწმენდი ფილტრი Sanafilter

დაპატენტებული ანტიალერგიული და ჰაერის გამწმენდი ფილტრი ასუთავებს ჰაერის შემადგენელი მავნე ნაწილაკების 99,9 %–ს, უზრუნველყოფს საუკეთესო ჰიგიენას, ანიჭებს თმას ჯანმრთელობას და სილამაზეს. იდეალურია მათთვის, ვისაც აწუხებს ალერგიული და რესპირატორული დაავადებები.


იონური კონდიცირების ფუნქცია

Valera სპეციალისტების მიერ შექმნილი სპეციალური იონების გენერატორი, წარმოშობს დიდი რაოდენობით უარყოფითად დამუხტულ იონებს (5მლნ/სმ3). იონების გენერატორი ახდენს წყლის მოლეკულების დაყოფას წვრილ ნაწილაკებად, რომლებიც ანტისტატიკური ეფექტის ხარჯზე ახდენენ თმებზე დადებითად დამუხტული იონების ნეიტრალიზებას, ანიჭებენ თმას მბზვინვარებას და ჯანმრთელ იერს!


ტურმალინის ტექნოლოგია – მძლავრი იონების კონდიცირება

ტურმალინი არის ბუნებრივი მინერალი, რომელიც გათბობისას გამოყოფს უარყოფითად დამუხტულ იონებს. იონების კონდიცირების ფუნქცია საშუალებას აძლევს თმის საშრობს დაატენიანოს თმა და მიანიჭოს მას ბრწყინვალება, გახადოს თმა გლუვი და აბრეშუმივით რბილი. 


დაპატენტებული ZOOM - დიფუზორი

მარტივი მანიპულაციით, დიფუზორის ბრუნვადი რგოლის გადატრიალებით მისი "თითი" შეიძლება დაგრძელდეს ან დამოკლდეს. ამგვარად, თმის სასურველი სტილის შესაბამისად მიიღწევა უფრო რბილი ან უფრო ძლიერი ეფექტი.


Rotocord– კვების სადენის დაპატენტებული სამაგრი პროფესიონალური თმის საშრობისთვის! 

Rotocord - ხსნის კვების სადენის დახვევისა და დახლართვის პრობლემას.


დისკები და საწვერეები KERA-GLIDE თმის საკრეჭ მანქანებში

ანოდურ–ოქსიდური საფარის დატანების საშუალებით ხდება ალუმინის საფარის გარდაქმნა „უკეთესი, ვიდრე კერამიკა“, რომლისთვისაც დამახასიათებელია შემდეგი თვისებები : ოპტიმალური სრიალი, განსაკუთრებულად მდგრადი, ცვეთისადმი მაღალი წინააღმდეგობა, საუკეთესო მედეგობა კოროზიისადმი.


ტექნოლოგია Nano - მოვერცხლვა თმის მაშებში

Valera თმის მოწყობილობები იყენებენ ვერცხლის ანტიბაქტერიულ თვისებებს, ვერცხლის ძალიან მცირე ნანო ნაწილების დახმარებით, რომლებიც დატანილია ნანო ტექნოლოგიების გამოყენებით. ვერცხლის ნანო ნაწილაკები შედის გაცხელებადი ფირფიტების კერამიკულ საფარში და თმის დასახვევი მოყობილობების გაცხელებად ნაწილებში.


ტიტანის და კერამიკული საფარის დანის პირი

Valera თმის საკრეჭი მანქანების გამოყენებისას, ტიტანისა და კერამიკული დანის პირების კომბინაცია მაქსიმალური სიზუსტის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.

 


VALERA ყველა თმის საშრობი წარმოებულია მხოლოდ შვეიცარიაში, რაც უმაღლესი ხარისხის გარანტიაა!


VALERA - ლიდერია პროფესიონალური თმის საშრობებისა და უთოების წარმოებაში!